
ავტორი
Front News საქართველო
25-26 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს