
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
“მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგზე, მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკასა და სამომავლო დღის წესრიგზე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს