
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი შრი-ლანკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ალი საბრის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა,რომ საქართველო დაინტერესებულია სამხრეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებით.
“ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის.
გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება სხვადასხვა სფეროში.
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ანტიგუა-ბარბუდას საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩეტ გრეენთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას სავაჭრო- ეკონომიკური მიმართულებით. მათ შორისყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ილია დარჩიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს