ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ამასთან, პროკურატურის მოთხოვნით, ღუდუშაურს ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა და პასპორტიც.
ილია ღუდუშაური საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ილია ღუდუშაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ღუდუშაური წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.
თაგები:
ილია ღუდუშაური




