"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ვაცხადებთ, რომ მიუღებელია "განათლების რეფორმის" სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება"

ავტორი
Front News საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ვაცხადებთ, რომ მიუღებელია "განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიაუნის განათლების სკოლის განცხადებაშია აღნიშნული.
ისინი მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტებს, დაუჭირონ მხარი და გადაარჩინონ უნივერსიტეტისა და ქვეყნის მომავალი.
"ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.
როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.
განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.
უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.
განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე, ჩვენ, როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.
მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.
ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ილიაუნი




