ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაანონსებულ რეფორმას აპროტესტებენ

ავტორი
Front News საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმას და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით განათლების სამინისტროსკენ მიემართებიან.
სტუდენტების თქმით, "ქართული ოცნებისთვის" ილიას უნივერსიტეტი პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამას უკავშირდება პროგრამების 92%-ის შეჩერება, რაც უნივერსიტეტის დახურვას გულისხმობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რეფორმის გაწვევას მოითხოვენ.





