Logo

“იმედი მაქვს, ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და გზაზე, რომელიც გასავლელია”

საზოგადოება
577
Frontnews image description

იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თითქმის ათსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს იმისთვის, რომ დახმარებოდნენ პარტიებს, რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.

პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა, საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა, მთელი ყურადღების გამახვილება სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე. წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით. 

მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული ზოგიერთ ასპექტში, პრეზიდენტ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნაკლები წინსვლა იყო. ახლა დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. 

პასუხიმგებლობა იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს, ეკისრებათ პოლიტიკურ ლიდერებს. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის.

იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი. ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, რომ წავიდნენ საჭირო კომპრომისებზე, რომელიც მისცემს საშუალებას წარმატებით განხორცილდეს მედიაციის პროცესი –  მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის, რისი ღირსიც არის ქართველი ხალხი", – განაცხადა დანიელსონმა.

თაგები:

Advertisement