Logo

იმერეთის გუბერნატორი და თერჯოლის მერი სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ

საზოგადოება
1046
Frontnews image description

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, იმერეთის გუბერნატორ ლევან ზალკალიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად თერჯოლის ვ. კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მონიტორინგზე იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თერჯოლის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა და შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა სკოლის ეზო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის შიდა სამუშაოები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და სველი წერტილები, დაგეგმილია ოთახების იატაკის, კედლების, ჭერის, სცენის და ასევე ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტი გარდამავალია და 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლაში 4  სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებით 173 მოსწავლე სწავლობს.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement