Logo

“იმერეთში მდგომარეობა საყურადღებოა და თუ რეგულაციების დაცვას არ გავაგრძელებთ, არასასურველ შედეგებს მივიღებთ”

საზოგადოება
298
Frontnews image description

იმერეთში კოვიდდადებითობის მაჩვენებელი 2%-მდეა გაზრდილი – აღნიშნულის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა. 

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, არის ცალკეული კლასტერები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

მისივე განმარტებით, მდგომარეობა საყურადღებოა და თუკი რეგულაციების დაცვას არ გავაგრძელებთ, არასასურველ შედეგებს მივიღებთ.

იმერეთში, ამ დროისთვის, 700-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, როგორც მედიკოსებს, ასევე 65 წელს ზემოთ ადამიანებს. აქედან, ასტრაზენეკათი – 473,  ფაიზერით კი – 234 ადამიანია აცრილი. 

ვაქცინაციის პროცესი იმერეთში სამ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ეს არის ცხაკაიას ინტერვენციული, ფოთის ქუჩაზე მდებარე მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი და საჩხერის ჰოსპიტალი. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან იმერეთში – 34.

თაგები:

Advertisement