
ავტორი
Front News საქართველო
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისში, ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საჯაროდ აიცრა.
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელმა საზოგადოებამ მოახდინოს კონსოლიდაცია ერთი მიზნის გარშემო, ეს არის ჩვენი ახლობლებისა და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გაფრთხილება. სწორედ ამის ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია და რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ის მიმართვიანობა, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ეს არის და იქნება ერთადერთი საშუალება COVID-19-ის დამარცხებაში” – განაცხადა მედიასთან ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიას მხოლოდ ჩაკეტვებით ვერ დავამარცხებთ.
ამასთან, მან მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ასევე, მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
იმერეთის რეგიონში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაქცინაცია უკვე დაიწყო სოფლებშიც, მოსახლეობა აცრას ამბულატორიებში იკეთებს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.
გააქტიურებულია 15 22-ის და 144-3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს