Logo

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

სამართალი
383
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1966 წელს დაბადებული გ.თ., ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ჯ.ხ. და 1973 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 6-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების მიერ დათესილი და კულტივირებული 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Advertisement