Logo

იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია თურქმენეთის 3 მოქალაქე

სამართალი
141
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული დ.ა., 1980 წელს დაბადებული ა.პ. და 1983 წელს დაბადებული ზ.ტ. ქუთაისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 97 შეკვრად დაფასოებული "ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები