“იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ვრჩები თბილისში, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება”

ავტორი
Front News საქართველო
შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღე დარჩება.
მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რათა მოლაპარაკების პროცესში კიდევ უფრო წინ წაიწიონ.
„ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გადავწყვიტე, იმისთვის, რომ პროცესი კიდევ უფრო წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში, ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ყველა მხარე ძალიან ჩართულად მუშაობდა პროცესში. ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ. ვიმედოვნებ, ხვალ შემეძლება, გამოვაცხადო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივედით“, – განაცხადა დანიელსონმა.
კრისტიან დანიელსონს საქართველო ხვალ დილისთვის უნდა დეტოვებინა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


