Logo

“ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა

სამართალი
08.04.2025 / 14:57
1017
Frontnews image description

“ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება კი 17 აპრილს გამოცხადდება.

დღევანდელ პროცესზე სორდიას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იყო მსჯელობა.

საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავეს და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო გადაყვანილი. მას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, კერძოდ 173-ე მუხლის დარღვევა ედება ბრალად.

Advertisement