Logo

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 241 ადამიანი დაიღუპა

მსოფლიო
334
Frontnews image description

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 242-ვე ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთი მგზავრი გადარჩა.

ინდოეთში დღეს, 12 ივნისს, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 241 ადამიანი დაიღუპა.

ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა.

შენობა, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა, მედიკოსთა ჰოსტელია. მსხვერპლთა შორის არიან ჰოსტელში მყოფი სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავის მგზავრებს შორის 217 ზრდასრული და 13 ბავშვია, მათ შორის ორი ჩვილი. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ინდოეთის 169, ბრიტანეთის 53, პორტუგალიის 7 და კანადის ერთი მოქალაქე.

Advertisement