Logo

ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან 1 063 თბილისში გამოვლინდა

საზოგადოება
1501
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა – 213, იმერეთი – 439, ქვემო ქართლი – 110, შიდა ქართლი – 171, გურია – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 096, აჭარაში – 497, იმერეთში – 956. 

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 581, აჭარაში – 121, იმერეთში – 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პირი,  მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 35, იმერეთში – 27.

 

857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 – თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1.

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 27 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები