იოსებ ხახალეიშვილი – უახლოეს პერიოდში ქუთაისში ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება

ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისში მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტების განხორციელება დაიწყება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქში ახალი ატრაქციების მომზადებისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც ქუთაისს ვიზიტორებისა და უცხოელი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
“საუბარია ახალ და გამორჩეულ საპროექტო იდეებზე, რაც გულისხმობს ქუთაისის აეროპორტისკენ მიმავალი გზის იერ-სახის და გზისპირა ობიექტების მოწესრიგებას, სახელმწიფო მუზეუმის ყოფილ შენობაში ამფითეატრის მსგავსი სივრცის მოწყობას, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის საფეხმავლო ქუჩად გადაკეთებას, ფალიაშვილის მუზეუმის რეაბილიტაციას, რუას ქუჩაზე არსებული უძველესი აბანოების რეაბილიტაციას. უკვე დაწყებულია მუშაობა მდინარე რიონზე ჯომარდობის სტარტის და ფინიშის ადგილების სტანდარტების შესაბამისად მოწყობაზე, რაც გამორჩეულია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ქალაქს არ აქვს იმის შესაძლებლობა ქალაქშივე მოეწყოს მსგავსი ატრაქცია.
ასევე საუბარია ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობაზე, უფუნქციოდ დარჩენილი ინდუსტრიული შენობების მუსიკალური ფესტივალების ალტერნატიული სივრცეებად გადაკეთებაზე, საქალაქთაშორისო პორტალის ამოქმედებაზე, წყალწითელა-მოწამეთა-გელათი-ბერის ციხის ტურისტულ ბილიკზე, ქართული სამზარეულოს მინიატურულ მუზეუმზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეკონსტრუქციასა და წითელი ხიდის იერ-სახის განახლებაზე.
ამ იდეების განხორციელება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია გაჩნდეს, რაც ქუთაისს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


