“იქამდე ვიქნებით თქვენ გვერდით, სანამ ეს ბრძოლა წარმატებით არ დასრულდება” – ნენსი პელოსი კიევში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კიევში ჩავიდა. კონგრესის წარმომადგენელი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პელოსი და ამერიკის დელეგაცია პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.
ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის დახმარებისთვის და ქვეყნის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
“აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში შევხვდი. აშშ ლიდერია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერაში. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებისთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ყველას თავისუფლებისთვის იბრძვის, ამიტომ ვაშინგტონი მის გვერდით ბოლომდე იდგება.
“ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. გვინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თავისუფლებისთვის იბრძვით. უკრაინა ახლა ამ ბრძოლის წინა ხაზია და თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა და ამიტომ იქამდე ვიქნებით თქვენ გვერდით, სანამ ეს ბრძოლა წარმატებით არ დასრულდება”, – განაცხადა ნენსი პელოსმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს