Logo

“იქნება თუ არა პარლამენტში, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა დღეს სააკაშვილმა”

საზოგადოება
910
Frontnews image description

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს პარლამენტში შესვლის საკითხი დღეს, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა.

"ოპოზიციის წარმომადგენლები, თუნდაც რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანები უნდა ისხდნენ დარბაზში და უნდა ესწრებოდნენ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. შარლ მიშელიც წარმოადგენს, არა მხოლოდ თავის თავს, არამედ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს სტაბილურობაში. 

თუკი "ნაციონალური მოძრაობაც" მხარს უჭერს, რატომ არ უნდა იფიქროს, რომ ჯერჯერობით ყველა კომიტეტი არ უნდა განაწილდეს, სანამ "ნაციონალური მოძრაობაც" არ შემოვა და რატომ ეძებს ამაში უმრავლესობის მიერ რაღაცა შეთანხმების დარღვევის პირობას. რატომ პირიქით არ აყენებს საკითხს, რომ გაანაწილეთ მხოლოდ ერთი კომიტეტი, სანამ ძირითადი პოლიტიკური ძალა არ იქნება პარლამენტში და იქნება თუ არა პარლამენტში, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვა დღეს სააკაშვილმა", – განაცხადა ვოლსკიმ

თაგები:

Advertisement