ირაკლი ანთაძე – ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება


ავტორი
Front News საქართველო
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლების კუთხით გარკვეული შესაძლებლობები იკვეთება.
“რაც შეეხება ზაზა გახელაძის საკითხს, იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, მაგრამ პროცესი რომ არ დავაზიანოთ, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ოჯახთან გვაქვს კომუნიკაცია და ვაწვდით ყველა ინფორმაციას.
რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციას, ჩვენ ვართ შეურიგებელი. ეს პროცესი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გადასულია აქტიურ ფაზაში, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებს, ყოველთვის იქნება მიუღებელი და ეს საკითხი პრინციპულად დაისმება ყველა შეხვედრაზე”, -განაცხადა ანთაძემ.
თაგები:
