ირაკლი ბენდელიანი - ერთად დავსახავთ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ერთიანი ძალისხმევით ხორცს შევასხამთ და რეალობად ვაქცევთ


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალდევის რაიონის გამგებელთან ირაკლი ანდღულაძესთან ერთად, ზღვისუბნის მე-11 მრ, I კვ, N3 კორპუსის მცხოვრებლებს ესტუმრა.
მათ პრობლემატურ საკითხებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მოსახლეობას სკვერის რეაბილიტაცია სურს, რაც რაიონულ გამგეობას მომავალ წელს აქვს დაგეგმილი.
ირაკლი ბენდელიანის თქმით, ერთად დასახავენ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ერთიანი ძალისხმევით ხორცს შეასხამენ და რეალობად აქცევენ.
მისი თქმით, ამ ყველაფრის გარანტი კი "ქართული ოცნების" გუნდის მიერ ქვეყანაში შექმნილი მშვიდობა და სტაბილურობაა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა, ზღვისუბნის მე-11 მრ, მე-3 კვ, N58 კორპუსის მცხოვრებლებთან გამართა.
მისამართზე მიმდინარე წელს სრულად რეაბილიტირდა კომბინირებული სპორტული მოედანი და მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე. ასევე, წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გლდანი-ნაძალადევის მრავალფუნქციური ცენტრი.
ირაკლი ბენდელიანს სჯერა, რომ კარგად შემუშავებული გეგმითა და სწორი პოლიტიკით კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტს განახორციელებენ ზღვისუბანში.
“მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! მეტი სიკეთე თბილისს!”- აცხადებს ბენდელიანი.
თაგები:
ირაკლი ბენდელიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს