
ავტორი
Front News საქართველო
კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის მითითებული იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ. პირდაპირ წერია, რომ კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა. პირდაპირ არის ჩანაწერი ანგარიშში, რომ ბევრ სუბიექტს, ვინც მოხვდებოდა დიპლომატიური საფარის ქვეშ და მათთან კავშირში მყოფ პირებს, მოუხდათ ქვეყნის დატოვება“,- განაცხადა ბერაიამ.
თაგები:
ირაკლი ბერაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს