
ავტორი
Front News საქართველო
ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
"ამ ყველაფრის ქვეტექსტი არის ის, რომ რაც შეიძლება მალე შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, ეს იქნება რევოლუციური სცენარი, თუ შანტაჟის ენა. ახლა ეს მაქსიმალურად ბოლო ბერკეტი რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა და მეორე დღესვე გააჩაღონ ომის რუსეთთან, გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ და არ ვაპირებთ უკან არცერთი ნაბიჯის გადადგმას. ამაზე კონკრეტულად უპასუხა პრემიერ-მინისტრმა.
ევროკომისია გამოქვეყნებული კანონით ითხოვს "გამჭვირვალობის“ კანონის უკან გაწვევას და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ კანონის გაუქმებას, ამაზე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა კომენტარი, ყველა თანხა შემომავალი უცხოური, თუ ქართული უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. რაც შეეხება „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონს აქ ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ამ იდეებსა და ტრადიციებზე დგას და მასზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ჭეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს