ირაკლი ჩიქოვანი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
"ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში მისი კოლეგის - სურენ პაპიკიანის ოფიციალური მიწვევით იმყოფება", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა