
ავტორი
Front News საქართველო
25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და ძლიერი სერჟანტთა კორპუსი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს.
"წლების განმავლობაში, თავდაცვის ძალების განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად ყალიბდებოდა და ძლიერდებოდა სერჟანტთა კორპუსიც. თანმიმდევრულმა რეფორმებმა, განათლებაზე ორიენტირებულმა მიდგომამ და თითოეული სერჟანტის თავდადებულმა შრომამ შექმნა ის ძლიერი ინსტიტუტი, რომელსაც ენდობიან, რომლის აზრს ითვალისწინებენ და რომელიც მოტივაციას უმაღლებს ჩვენს სამხედროებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა და მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა.
ღონისძიება წარმატებული სერჟანტების დაჯილდოებით დასრულდა. მათ უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
თაგები:
სერჟანტთა კორპუსის დღე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს