Logo

ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

პოლიტიკა
373
Frontnews image description

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა  სატელეფონო საუბარი თურქ კოლეგასთან იაშარ გიულერთან გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

"ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.  

ირაკლი ჩიქოვანმა და იაშარ გიულერმა ერთმანეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და მზადყოფნა გამოხატეს, წვლილი შეიტანონ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები