ირაკლი ჩომახაშვილი - ეს ნიშნავს, რომ იჭერ ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის არის ძალიან მძიმე


ავტორი
Front News საქართველო
მე დარწმუნებული ვარ, დღეს გამომსვლელ პროკურორს დღესაც არ აქვს ინფორმაცია, რას აპირებს, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ არ დააყენონ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების შეცვლაზე.
"გირაოს ვადა გასდის მაშინ, როცა არის ბოლო დღე. ბოლო დღის შემდეგ უკვე ბრალდების მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძების პატიმრობით შეცვლა. იქამდე თეორიულადაც და პრაქტიკულადაც გამორიცხულია, რომ პროკურატურამ დააყენოს შუამდგომლობა.
პროკურატურას აქვს უფლებამოსილება, რომ არ დააყენონ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე, მე მათ ადგილას არ დავაყენებდი იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ იჭერ ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის არის ძალიან მძიმე. ის სივრცეც ქრება, რომ ადამიანებმა განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა გარეთ. მე დარწმუნებული ვარ, დღეს გამომსვლელ პროკურორს დღესაც არ აქვს ინფორმაცია, რას აპირებს", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:
ირაკლი ჩომახაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა