Logo

ირაკლი ჩომახაშვილი - ზურა ჯაფარიძე არ აპირებს სასამართლოზე გამოცხადებას, ამიტომ, ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ გადაიდო სხდომა

სამართალი
157
Frontnews image description

ზურა ჯაფარიძე არ აპირებს სასამართლოზე გამოცხადებას, ამიტომ, ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ გადაიდო ეს სხდომა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე პროცესის დასასრულებლად მზად იყო.

"ზურა ჯაფარიძე არ აპირებს სასამართლოზე გამოცხადებას, ამიტომ, ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ გადაიდო ეს სხდომა. ჩვენ მზად ვიყავით დასრულებისთვის, რომელიც არ დასრულდა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო.

წარმოდგენილი იყო დაწესებულებიდან, რომ ზურაბ ჯაფარიძე არ აპირებდა სასამართლოზე გამოცხადებას და ამ მოტივით სასამართლოს გადადება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მზად ვართ დასასრულებლად, იყო არასწორი. ჩვენ გვინდოდა, რომ დღეს დასრულებულიყო.

ამ საქმეზე რაიმეს ვარაუდი სამართლებრივად აზრს მოკლებულია. როდესაც სისხლის სამართალში ერევა პოლიტიკა, იურისტებს ვარაუდის საშუალება არ გვაქვს, სამწუხაროდ, ამიტომ არ მაქვს იმედი, რომ ჩემი ვარაუდები გამართლდება, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივად სწორია ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.

Advertisement