ირაკლი ღარიბაშვილი – 1 ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1 ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე აღნიშნული თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ამ საკითხზე მდარე განცხადებები გაკეთდა.
“იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განმარტება და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1 ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა. ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


