ირაკლი ღარიბაშვილი – 14 უდრის ერთს, “ნაცმოძრაობას“, რა შუაშია ნატოს გენმდივანი ან შარლ მიშელი, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს


ავტორი
Front News საქართველო
რასაც დღეს „ნაცმოძრაობა“ სჩადის. ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, რომ ვითომ ძალიან წუხან ისინი ევროკავშირის დახმარებაზე, თუ სესხებზე და ა.შ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომ 14-მა ოპოზიციურმა პარტიამ ნატოს გენერალურ მდივანს, ევროკავშირის ფინანსურ ტრანშთან დაკავშირებით წერილით მიმართა.
“14 უდრის ერთს – „ნაცმოძრაობას“. რა შუაშია ნატოს გენმდივანი ან შარლ მიშელი ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ აწუხებენ ამ ადამიანებს, ჩვენ გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით, მემგონი ზედმეტია, ხალხი დავღალეთ, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და საერთოდაც, ფარისევლობაა ის, რასაც დღეს „ნაცმოძრაობა“ სჩადის. ამას ჰქვია პოლიტიკური ფარისევლობა, რომ ვითომ ძალიან წუხან ისინი ევროკავშირის დახმარებაზე, თუ სესხებზე და ა.შ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს