ირაკლი ღარიბაშვილი – 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება სათავეში

ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა მოუტანა.
“მიუხედავად არაერთი ცილისწამებისა, არაერთი ბინძური კამპანიისა, რომელიც მომდინარეობს მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა და რეალურად მოსახლეობას სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ეს ასე იქნება თქვენი მხარდაჭერით, ვინაიდან ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გამოსცადა ყველაფერი – დესტაბილიზაციაც, კონფლიქტებიც, შიდა ომი, ომი ჩვენს მთავარ ოკუპანტთან, რუსეთთან და ომით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და შედეგი – რაც არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოსახლება და ა.შ. ჩვენი გმირების გმირულად დაღუპვა ომში. ამიტომ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მობილიზება, სრული მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი აქტივისტების, ჩვენი მხარდამჭერების, იმისთვის, რომ ღირსეულად გაიმარჯვოს წალენჯიხამ, სამეგრელომ და მთელმა საქართველომ“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


