ირაკლი ღარიბაშვილი – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ლატვიას და საქართველოს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს და საქართველოს მთავრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას აფასებს.
“ძალიან კარგი საუბარი შედგა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან. ჩვენ ქვეყნებს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. საქართველო მადლიერია გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი პარტნიორის მიერ უზრუნველყოფილი დახმარებისთვის. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებისათვის ლატვიის მიერ გამოხატულ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


