ირაკლი ღარიბაშვილი – დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა, ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას


ავტორი
Front News საქართველო
მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რატომ გადაეცათ ბინები სამხედროებს არჩევნებამდე 1 თვით ადრე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალია ემსახუროს მოქალაქეებს.
“მე ვარ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი. მთავრობა მუშაობს ჩვენი მოქალაქეებისთვის და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მუშაობას. ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა და ვალი, რომ ვემსახურო ჩვენს მოქალაქეებს.
დაემთხვა ასე, დღეს დასრულდა. იმის გამო, რომ ვიღაც მავნებელი ცდილობს ჩვენს დაკომპლექსებას, მე, რა თქმა უნდა, არ დავექვემდებარები ამ კონიუნქტურას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს