ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ

ავტორი
Front News საქართველო
დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ციხეებში არსებული ვითარება იყო 2012 წელს მმართველი გუნდის გამოწვევა.
“ძალიან საინტერესო იდეები აქვს ბატონ რატის პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


