ირაკლი ღარიბაშვილი – ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია

ავტორი
Front News საქართველო
ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას – ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმე იყენებს სიძულვილის ენას, ეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“.
“საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე, ეს მომდინარეობს „ნაცმოძრაობისგან“, არათუ სიძულვილის ენა, ეს ადამიანები სიძულვილით მართავდნენ 9 წელი ქვეყანას და ქმედება, ყველაფერი, რაც მომდინარეობდა მათგან, უბედურება, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუბედურება და ყველაფერი საშინელება, რაც მათ დამართეს ჩვენს მოსახლეობას, რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას – ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია“, – განაცხადა პრემიერმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


