
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „იფსოსის“ სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „იფსოსის“ კვლევებთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა, რომ გუშინდელი ტრიუმფალური ღონისძიება გადაიფაროს.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „იფსოსის“ სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის კარგად ცნობილია. ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ როგორმე. ძალიან მალე, 2 დღეში ჩვენი მოსახლეობა იხილავს, რომ ეს მეორე ტურები დასრულდება ჩვენი და ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს