ირაკლი ღარიბაშვილი – გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი მოკავშირეა, ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში


ავტორი
Front News საქართველო
შეხედეთ გახარიას ხელწერას და შეხედეთ „ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების, მათ შორის „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ კამპანიას, გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ბუნებრივი მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს, უყურეთ რა ხდება და როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს.
„კაცი, რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ“, – განაცხადა პრემიერმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს