
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიასპორასთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი იდეა მუშავდება და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება აუცილებელია.
“ვამუშავებ სხვადასხვა იდეას, რომელიც უკავშირდება ჩვენს დიასპორას. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა, უფრო ძლიერი კოორდინაცია სჭირდება დიასპორას და დიასპორის პოტენციალის, რესურსების გამოყენება არის საინტერესო და აუცილებელი. ამიტომ, უნდა გავაძლიეროთ მათზე ზრუნვა, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენს დიასპორას, ხელი უნდა შევუწყოთ ყველას, ვისაც საქართველოში დაბრუნების სურვილი აქვს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის, თავდადებისთვის. თქვენი საქმიანობა მაღალ დონეზე უზრუნველყოფს საქართველოს ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ, ეფექტიან ურთიერთობას პარტნიორებთან და მომავალი მიმართულებების განვითარებას“, – მიმართა ქართველ ელჩებს პრემიერმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს