ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა გადავუხადე აშშ-ის თავდაცვის მდივანს და პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის

ავტორი
Front News საქართველო
გუშინ მთავარი მოვლენა იყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირველი ვიზიტი რეგიონში და მოგეხსენებათ, იგი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა; ეს, რა თქმა უნდა, არის უპირველესად დადასტურება ჩვენს შორის არსებული უმაღლესი დონის თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, ამერიკის ნდობის გამოცხადება ჩვენი მთავრობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ჯარის მიმართ, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
“ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შორის არსებულ ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მოგეხსენებათ, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ერთად გააფორმა ახალი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ ეტაპზე გადაყვანას. შესაბამისად, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი. მე მადლობა გადავუხადე თავდაცვის მდივანს და ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


