ირაკლი ღარიბაშვილი – მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს, ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს


ავტორი
Front News საქართველო
ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს