Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით

პოლიტიკა
1125
Frontnews image description

მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით თავდაცვის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს. 

 

მთავრობის მეთაური უკრაინის პრემიერ-მინისტრს თბილი მიღებისთვის მადლობას უხდის. 

 

“მადლობა თბილი მიღებისთვის დენის შმიგალს! მოუთმენლად ველი ნაყოფიერ დისკუსიებს ლვოვსა და კიევში რიგ საკითხებთან დაკავშირებით – თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროების ჩათვლით!”-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

Advertisement