Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი გიგი უგულავა

პოლიტიკა
1174
Frontnews image description

ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთსა და თავის ფოთელებს და მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. 

 

“მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, თუ ვინ უპირისპირდება ღირსეულ კანდიდატს, ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. უპირისპირდება, ალბათ, ყველაზე, მე ვიტყოდი ასე, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი.

 

ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს და პოლიტიკაში, ჩვენ რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ დღეს ჩვენ კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთსა და თავის ფოთელებს და მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Advertisement