ირაკლი ღარიბაშვილი – “ქართული ოცნება“ იმაზე მეტს გააკეთებს მოსახლეობისთვის, ვიდრე საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ამომრჩეველს

ავტორი
Front News საქართველო
გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება“ იმაზე მეტს გააკეთებს მოსახლეობისთვის, ვიდრე საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ამომრჩეველს.
“სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები გვინახავს, კარგად ვიცით მათ შორის მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო. რა დაპირებაც გვქონია და გვაქვს ჩვენ, რეალისტურია და ეს არის ის, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე ეს იყო საარჩევნო კამპანიის დაპირება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


