Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში

პოლიტიკა
479
Frontnews image description

ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში.

 

“ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – აღნიშნა პრემიერმა.

Advertisement