ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, კაცი აღშფოთებული, გაოგნებული იყო

ავტორი
Front News საქართველო
არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი – სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რატი ბრეგაძის ერთ-ერთ ნათქვამს, მან შედარება გააკეთა და ახსენა, რომ სააკაშვილის დროს მართლაც ბოლშევიზმი იყო საქართველოში დამკვიდრებული. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი – სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო. კაცი აღშფოთებული, გაოგნებული იყო და ეს იყო მისი დაკვირვება და ანალიზი, რომ მართლაც ლენინიზმი იყო და ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ეს, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ახლა ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მომავალ თაობას, რომელიც მოემსახურება და კიდევ უფრო მეტს გაუკეთებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


