Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად

პოლიტიკა
938
Frontnews image description

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიატრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.

 

“ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში – ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

 

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

 

ამ პროცესის წარმართვა ვიცე- პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე.

 

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი.

 

არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, – აღნიშნავს პრემიერი.

Advertisement