ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდში დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს.
“შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო ჩვენი ავსტრიელი პარტნიორებისა და თავად ავსტრიის რესპუბლიკის კანცლერის სებასტიან კურცის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის დიალოგში. საქართველო სრულად უჭერს მხარს ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ინიციატივას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მისი მოკავშირეების გვერდით დგომას „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ დასრულების შემდეგაც აგრძელებს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


