ირაკლი ღარიბაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
მთავრობის მეთაური რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერი ექიმებს შეხვდა და დეტალური ინფორმაცია მიიღო, თუ როგორ მიმდინარეობს იმუნიზაცია რეგიონში. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციაზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებაზე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აცრის პროცესში, ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან პანდემიის საბოლოოდ დამარცხების გზა სწორედ ვაქცინაციაზე გადის.
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს