
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ გინდათ, რომ არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე მე კომენტარი გავაკეთო. მე არახამიას ნათქვამზე, რა თქმა უნდა, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ერთი მინდა ვთქვა, მე უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დამანგრეველი ომის მალე დასრულებას.
ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული რადიკალური პოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდე, ომის შემდეგ და დღესაც. ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას.
საზოგადოებამ ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირ ჩართულია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, მას არავინ ეკითხება აქ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთავრობა, როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და პოლიტიკას, ბატონმა არახამიამ თავის თავს მიხედოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს