ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მორიგი შეხვედრა ჩხოროწყუში გამართეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიგით მეორე შეხვედრა ჩხოროწყუში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დათო გოგუასთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და ჩხოროწყუს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კობა ჯიქია.
დღესვე შეხვედრები გაიმართება წალენჯიხასა და ზუგდიდში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


